განათლება
სტუდენტები უმცირესობებზე და მედიის როლი
„სტუდენტების განწყობები უმცირესობების მიმართ და მედიის როლი „ –ასე ჰქვია კვლევას,რომლის პრეზენტაციაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

შეხვედრაზე 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელიც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა პრობლემებს ეხებოდა. ფილმების განხილვის პროცესში სტუდენტები ჩაერთვნენ.

კვლევა, რომლის პრეზენტაციაც უნივერსიტეტში გაიმართა, 2017 წელს ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს ექვს ქალაქში, მათ შორის ახალციხეშიც მიმდინარეობდა.

პროექტის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ და ეს მრავალფეროვნება პოზიტიური კუთხით წარმოაჩინოს – ამბობენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში.

| Print |