განათლება
წინასაახალწლო ღონისძიება შშმ ბავშვებისთვის
საქართველოს პორტიჯის ასოციაციის სამცხე–ჯავახეთის ოფისმა, შშმ ბავშვებისთვი ღონისძიება მოაწყო.

პირველ ბაგა-ბაღში გამართული კონცერტის მიზანი, ორგანიზაციის ყველა ბენეფიციარისთვის, წინასაახალწლო განწყობის შექმნა და ერთი დღის გალამაზება იყო.

სკოლამდელი ასაკის 10-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო. მონაწილეებმა სახალისო ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიების ორგანიზებაში ბავშვთა გასართობი ცენტრი "ბეიბი ბუმი" , ნამცხვრისა და პიცის სახლი და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ჩაერთვნენ.

საქართველოს პორტიჯის ასოციაციის სამცხე–ჯავახეთის ოფისი, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებს, მენტალური პრობლემების დაძლევასა და ინტეგრაციაში ეხმარება.



| Print |