განათლება
უნივერსიტეტში მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.

ოლიმპიადა 2017 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობას 200 სკოლა იღებდა. სკოლებს შორის გამარჯვებულად უდის #1 საჯარო სკოლა დასახელდა, ხოლო ინდივიდუალური შედეგებით გამარჯვებული 9 მოსწავლე გამოვლინდა. მოზარდებსა და სკოლის დირექტორებს მედლები გადაეცათ.

ოლიმპიადას ორგანიზება, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა, რევაზ ჭიღლაძემ გაუწია.

პროექტის მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენაა.

| Print |