განათლება
კლდეში ბაგა–ბაღი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, ბაგა-ბაღი გაიხსნა.


არსებული საბავშვო ბაღი, დღემდე არტერნატიული მოდელით ფუნქციონირებდა.

რეაბირიტირებული შენობა 45 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ბაღი საზეიმო ვითარებაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ და world wisionis წარმომადგენელმა გახსნეს.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

შენობის რეაბილიტაციისათვის ჯამში 68 000 ლარი დაიხარჯა.

დაწესებულების აღჭურვისა და ინვენტარიზაციაში world vision მონაწილეობდა.

საერთაშორისო ორგანიზაციამ საბავშვო ბაღში ავეჯი, სამზარეულოს ინვენტარი, წიგნები და სათამაშოები შეიტანა, რისთვისაც 21 700 ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

| Print |