საზოგადოება
#1 ბაგაში ხანძრის შედეგად სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის პირველ ბაგაში საკვამურს ცეცხლი გაუჩნდა.


სახურავზე ძლიერი დაკვამლიანება ერთ–ერთმა გამვლელმა შენიშნა და ბაგის პედაგოგებს შეატყობინა.

ადგილზე ორი სახანძრო–სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის თქმით, ხანძარი ძველი საკვამურის გამო გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა ბაგის ინვენტარი.

#1 საბავშვო ბაგის მენეჯერი, მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად საკვამურის გაუქმებას და ღუმელს სხვაგან დადგმას გეგმავს.

ინციდენტის დროს ბაგაში 32 აღსაზრდელი იმყოფებოდა.

სწავლის პროცესი, რომელიც ძლიერი დაკვამლიანების გამო შეჩერდა, ხვალ განახლდება.

| Print |