განათლება
ვალეში ინგლისური ენის ცენტრი გაიხსნა

ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა.



ბავშვები საზოგადოებრივ ცენტრში, ინგლისური ენსი შესწავლას, უსასყიდლოდ შეძლებენ, საშუალება ექნებათ ისარგებლონ ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინრესურსებით, აუდიო– თუ ვიდეომასალით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი.

საზოგადოებრივი ცენტრები უმასპინძლებენ ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს − სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტრენინგებსა და სემინარებს პედაგოგები სოფლებიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრებში დაესწრებიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ინგლისური ენის კლუბები უკვე მოქმედებს ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, კაბალისა და ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრებში.

 


| Print |