განათლება
უნივერსიტეტის რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორს აირჩევენ, თუმცა დასახელებული 6 კანდიდატიდან ოთხმა მათგანმა კანდიდატურა მოიხსნა.

მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება პირველად უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა და შემდეგ უკვე მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემ მიიღო, რამდენიმე დღეში იგივე პოზიცია თინა გელაშვილმაც დააფიქსირა, რომელიც უნივერსიტეტის ასევე ყოფილი ხელმძღანელია.

31 იანვარს, დილიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი მესხმა დაწერა, ხოლო რევაზ ზედგინიძემ გადაწყვეტილება არჩევნების დაწყებამდე მიიღო.

მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი კანდიდატურის მოხსნას, ახალგაზრდებისთვის გზის დათმობით ხსნიან, გიორგი მესხსა და რევაზ ზედგინიძეს კი ამის შესახებ საუბარი არ სურთ.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს 13:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მხოლოდ ორი კანდიდატიღა  იღებს: მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ცისკარა ზარანდია, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი.


რვა წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო რექტორს ოთხი წლის ვადით აირჩევს. მათი სამოქმედო გეგმა და მიმართულებები საბჭოსთან ერთად განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ცნობილია.
| Print |