განათლება
"იყო ზეწოლები მერაბ ბერიძეს მხრიდან" – თინა გელაშვილი
უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე, პირველი ამომრჩეველი ახლა უკვე ყოფილი რექტორი, მერაბ ბერიძე იყო.


მის მსგავსად, საკუთარი არჩევანი აკადემიური საბჭოს დანარჩენმა წევრმა საარჩევნო ყუთთან დააფიქსირეს. ოთხი ფაკულტეტის რვა პროფესორს არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ ცისკარა ზარანდიამ 3 ხმა, მაკა ბერიძემ კი 5 ხმა მიიღო.

საბჭოს ერთ–ერთი წევრი ფიქრობს, რომ არჩევნებში ყოფილი რექტორის კანდიდატმა გაიმარჯვა. ამიტომ თინა გელაშვილს უნივერსიტეტში ცვლილებების იმედი არ აქვს. იგი ყოფილი რექტორის მხრიდან, საბჭოს წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს მერაბ ბერიძე. თუმცა ყოფილი რექტორი არ მალავს, რომ არჩევნებში მხარს მის მოადგილეს - მაკა ბერიძეს უჭერდა.

რექტორობის კანდიდატად თავდაპირველად 6 პროფესორი დარეგისტრირდა, თუმცა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კანდიდატურა ჯერ მერაბ ბერიძემ, შემდეგ კი თინა გელაშვილმა მოიხსნეს.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, არჩევნებს გამოეთიშა კიდევ ორი კანდიდატი – გიორგი მესხი და რევაზ ზედგინიძე. გადაწყვეტილების მიზეზს არც ერთი არ ასახელებს.

მათთან ერთად, კომენტარზე უარი განაცხადეს არჩევნებში გამარჯვებულმა და დამარცხებულმა პროფესორებმაც.


| Print |