განათლება
ყველა სკოლას კვალიფიციური ფსიქოლოგი ეყოლება – შს სამინისტრო
ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტშია საუბარი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს განიხილეს.

მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება – ამბობენ შს სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უკვე ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში და ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს.

"გაღრმავდა მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა; გაძლიერდა პატრულირება სკოლის პერიმეტრზე; ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი; გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში.

ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს და საბოლოოდ, ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი; ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის; სარეკომენდაციო ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება, რაც ხელს შეუწყობს ძალადობისა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას"
, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
| Print |