განათლება
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება
საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში ხუთშაბათს, 8 მარტს დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს. საგაზაფხულო არდადეგები 1-კვირიანია და სასწავლო პროცესი 15 მარტს აღდგება.


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 25 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 18 მაისს.


მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს შეწყდება.
| Print |