განათლება
ასპინძაში ,,ეტალონი" გაიმართება
10 მაისს 15:00 საათზე ასპინძის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 გაიმართება. ,,ეტალონის’’ გუნდი მეორე ეტაპზე გადასულ 74 მოსწავლეს შორის ასპინძის „ეტალონ მოსწავლეს“ გამოავლენს, რომელიც ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდება და სხვა მუნიპალიტეტების ,,ეტალონ მოსწავლეებს’’ შორის ასპინძის სახელით იბრძოლებს ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის.

კონკურსის პირველ ეტაპზე ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპეციალური ტესტირება სკოლებში
,,ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი კი ქულების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით მხოლოდ 74 მოსწავლემ მიიღო.

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს, „ეტალონის’’ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. კონკურსი „ეტალონის“ თანამედროვე IT ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამის მეშვეობით ტარდება.
| Print |