განათლება
ასპინძის ,,ეტალონი" მოსწავლე ნინო მელიქიძე გახდა
10 მაისს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში „ეტალონი’’-ს ტიტულის მოსაპოვებლად ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 74 მოსწავლე ეჯიბრებოდა. კონკურსი 20 კითხვისაგან შედგებოდა, თითოეული შეკითხვა 5 ქულით ფასდებოდა.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა 2017-2018 სასწავლო წლის გამარჯვებული ასპინძის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო მელიქიძე, რომელმაც უმაღლესი შეფასება 70 ქულა დააგროვა.

მეორე ადგილზე ხიზაბავრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თორნიკე მექოშვილი გავიდა 68 ქულით.

მესამეზე კი _ ძველის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ზედგინიძე 67 ქულით. 

ნინო მელიქიძე „ეტალონი-მოსწავლე 2018“ ასპინძის სახელით გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  ეტალონის მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი მოტივირებაა. ღონისძიებას გულშემატკივრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი 2018“ ასპინძის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. პროექტ "ეტალონს" და მის შემოქმედებით ჯგუფს ასპინძის №1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.






| Print |