აბრეშუმის გზა
ქარვასლა - საფონდო ბირჟაა, სავაჭრო გარიგებები - საბროკერო საქმიანობა და ლოგისტიკური სივრცე
ქართული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს და მის გეოპოლიტიკურ პოტენციალს, მისი მდებარეობა და მისი გარე სამყაროსთან დაკავშირებულობა ქმნიდა. ხაზინის სასიცოცხლო წყაროს მისი სავჭრო-საქარავნე გზები წარმოადგენდა და მისი ერთ-ერთი განშტოება ჯავახეთის ზეგანს ფარავდა. სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების საქმეში ანტიკური ჯავახეთი სულ სხვა რამ იყო. გარდა ჩინური და სპარსული აბრეშუმისა, ჯავახეთის გავლით ავღანური ძვირფასი ქვები ევროპაში გადიოდა. ერთიანი სახელმწიფოს პირობებში, ჯავახეთში გაჩაღებული იყო აღმშენებლობითი საქმიანობა. შენდებოდა ყველგან და ყველაფერი... ქალაქები, ხიდები, გზები, ქარვასლები, მონასტრები, ციხეები...

დღესაც ბევრგან შევხვდებით ძველ "საქარავნო გზების" ფრაგმენტებს, ქარვასლათა ნანგრევებს, რომელიც დასტურია იმისა, თუ როგორ იყო ზეგნის ცხოვრება აწყობილი და დაკავშირებული მახლობელ აღმოსავლეთ-დასავლეთს. წყაროებით დასტურდება ჯავახეთის ქარვასლები - წუნდის, თმოგვის, ოლოდის, ფარავნის, ახალქალაქის, ნაქალაქევის... სოფელ ნიჯგორთან ორმოცის კოშკი კი საბაჟოს ფუნქციას ასრულებდა.
ჯავახეთის ქარვასლებს სამეფო თვალი არასდროს აკლდა. ბოჟანოს მეფეთა სადგომის და ეკლესიის ნანგრევები უცხადესია. სამეფო ქარვასლები იყო გაშლილი ჯავახეთს.

როგორც წესი, სავაჭრო ქარავნების და მოგზაურთა ღამის სათევი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა ქარვასლა. ისინი უმთავრესად ორ სართულიანები ყოფილა, რომელშიც მოწყობილი იყო სასტუმრო და მოსასვენებელი ოთახები, სასადილო, ტვირთებისათვის საიმედოდ დაცული საწყობი და სხვა. ქარვასლები ზოგჯერ საკმაოდ ფუფუნებით მოწყობილი შენობები იყო, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები. ქარვასლას აუცილებლად ჰქონდა პირუტყვის დასაბმელი თავლა. მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით — კვებით, აბანოებით და ფულის გაცვლის პუნქტებით. სავაჭრო გზებზე ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხკუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში ჭით. შენობის გარე კედლები გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.
ტერმინი „ქარვასლა“ საქართველოში გაბატონებულია XVII საუკუნეში. უფრო ადრე სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა ფუნდუკი. შენდებოდა სამი და ოთხ სართულიანი ქარვასლებიც, ძირითადად კი გავრცელებული იყო შიგაეზოიანი და დარბაზული. ქარვასლას ჰქონდა სავაჭრო დუქნები, საქონლის შესანახი სარდაფები, საჯინიბოები და ეზოები პირუტყვის გასაჩერებლად. ქარვასლებში ინახებოდა და მერე ნაწილდებოდა საქონელი. ქარვასლაში გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს — საქონლის ფასის 1/4-ს. გარდა სავაჭრო ოპერაციებისა, აქ ხდებოდა სავაჭრო გარიგებები, დგებოდა კომერციული ხასიათის საქმეები და სხვა. საქართველო იყო ჩაბმული კონტინენტურ ვაჭრობასა და სავაჭრო გარიგებებში.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი დღეს? ქარვასლა თანამედროვე გაგებით საფონდო ბირჟაა. სავაჭრო გარიგებები - ეს საბროკერო საქმიანობა და ლოგისტიკური სივრცეებია.
ჯავახეთი არც წარმოებით იყო ჩამორჩენილი. ევროპაში იყო ცნობილი ჯავახური თაფლი. უნიკალური გემოვნების სელის ზეთი კი გადიოდა მეზობელ სომხეთსა და თურქეთში. დღეს ამ მხარეში რკინიგზის გავლით უკავშირდება აზია ევროპას. დაბრუნდება ყველა ფუნქცია, ყველაფერი დაუბრუნდება თავის კალაპოტს. რადგან “რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...”


დადგება დრო, როცა დანარჩენი საქართველო უკეთ მიხვდება ჯავახეთის ფასს. ის შესაძლებლობაა, ის საქართველოს კალიფორნიაა. როცა მეზობელი სომხეთის პურეულზე მოთხოვნა რუსეთზეა დამოკიდებული, სწორედ ახალქალაქის რკინიგზის საერთაშორისო სადგურია შესაძლებლობა, რომ ოკუპანტის გავლენა შემცირდეს კავკასიაში. ყაზახეთისა და უკრაინის ხორბალი, სწორედ ამ სადგურის მეშვეობით მოხვდება სომხეთის ბაზრებზე. სამომავლოდ კი მეზობელი სომხეთისთვის სხვა დანარჩენ პროდუქტებზე წვდომა, სწორედ ამ გზით უნდა შედგეს. აზიისა და ევროპის ტვირთებისთვის ჯავახეთი შექმნის სავაჭრო გარიგებებსაც, მიწოდების ლოგისტიკურ ჯაჭვებსაც და პირიქით, კავკასიურ ექსპორტსაც. ამისათვის კი თბილისმა უნდა ითბილისოს.
აბრეშუმის გზა საუკუნეებს ითვლის, ის კიდევ დაითვლის მათ. იმპერიებს კი წყალი წაიღებს, ქვიშა დარჩება. სულ ესაა. ეს კი ფოტოებია ჯავახეთის უძველესი ქარვასლების ნანგრევებისა და ახალი “ქარვასლებისა”.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.