კულტურა
26 მაისს ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ქვეყნის ყველა ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეშიც.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, 11:00–დან 18:00 საათამდე, ახალციხის ციხეზე კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებებია დაგეგმილი.
დროშებითა და ტრადიციული ქართული ფარდაგებით საზეიმოდ გაფორმდება ახალციხის ციხის ტერიტორია, მოეწყობა ბავშვთა შემეცნებით-გასართობი სივრცეები, გაცოცხლდება ძველი ქართული საკვირაო ბაზრობის ტრადიცია, დამონტაჟდება და საზეიმოდ გაიხსნება 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სპეციალური ინსტალაცია.
ასევე დაგეგმილია თეატრალური სანახაობები და სხვა აქტივოებები, როგორც პროფესიონალი მსახიობების, ისე მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობით.
ახალციხეში და საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქში – (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი) ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სხვადასხვა აქტივობა.

საღამოს ჩატარდება გალა-კონცერტი ანსამბლების, ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
გალა-კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით.
| Print |