კულტურა
ახალციხის ტბაზე ახალგაზრდობის კვირეული აღნიშნეს
12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალციხის ტბაზე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები დაგეგმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და გამარჯვებულების და სტიპენდიანტების დაჯილდოება, ფერების შოუ, ხოლო საღამო დასრულდა ტექნო, რეპით და ელექტრონული მუსიკით MC/DJ l.G.O;
| Print |