კულტურა
კონკურსის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე ,,ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხის ციხეზე (ციტადელზე), კონკურსის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე ,,ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ფილმი გამოავლინა. პირველი ადგილი რობიზონ ზარიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ანი დარბაიძის ფილმი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ზურა თურქაძე გახდა.

კონკურსის ყველა მონაწილე სიგელებით დაჯილდოვდა. განსაკუთრებული საჩუქრი გადაეცა პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს, იგი მერიამ პლანშეტი დაასაჩუქრა.

მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს კი მეხსიერების ბარათები გადაეცათ.

დანარჩენმა მონაწილეებმა მუნიციპალიტეტისაგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.

კონკურსში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ.
| Print |