კულტურა
ახალციხეში "შემოდგომის ფესტივალი" გაიმართება
7 ოქტომბერს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, "შემოდგომის ფესტივალი" გაიმართება.


როგორც მერიაში ამბობენ, რაბათის ტერიტორიაზე მოეწყობა ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა. შესქაძლებელი იქნება მესხური კერძების მომზადება და დაგემოვნება.
გაიმართება სპორტული ღონისძიებები, სადაც გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
"შემოდგომის ფესტივალი" საღამოს კონცერტით დასრულდება.

მერიამ ღონისძიების მოსაწყობად ტენდერი 8 198 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 სექტემბერს შეწყდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა პრეტენდენტმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ხუთი ფანჩატური, მაგიდა–სკამები და ბანერი უნდა მოაწყოს. ტრადიციული მესხური კერძების მოსამზადებლად კი ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 70 კგ. ღორის სამწვადე ხორცი, 25 კგ. სახაჭაპურე ყველი, 5–ლიტრიანი მზესუმზირის ზეთი და 10 კგ. გარჩეული კაკალი უნდა შეიძინოს.

გამარჯვებულს ასევე დაევალება 30 კაცზე გათვლილი ოფიციალური ვახშმის მოწყობა სტუმრებისთვის.
| Print |