კულტურა
,,იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად" – შშმ პირთა ფესტივალი ახალციხეში
ახალციხის ციხეზე, შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ,,პოლონეთის დახმარება 2017-2018" - ,,ბედნიერები ერთად" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ჩვენი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. ეს უნდა დაინახოს ახალციხის საზოგადოებამ. შშმ პირი არ არსებობს. შესაძლებლობები გვაქვს, ან არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. ეს ფასტივალი არის საშუალება, რომ ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით ახალციხის საზოგადოებამ, რა ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ აქ“, – განაცხადა მამა პავლე დიმმა.



დღევანდელ ფესტივალს ვატიკანის ელჩი ჟოზე აველინო ბეტანკური, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის სხვადასხვა ორგანიზაციების 10 კაციანი დელეგაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხეში ამ ეტაპზე 25 ბენეფიციარი ჰყავთ. მომავალში დღის ცენტრისთვის ახალი შენობის აშენებაც იგეგმება. ფესტივალში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთში არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.

პარალელურად ციხის ტერიტორიაზე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა– გაყიდვა გაიმართა. მსურველებს მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ასპინძის საინტეგრაციო ცენტრის და ტალიტა კუმის ბენეფიციარების ნამუშევრების შეძენა შეეძლოთ.



პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთათვის აქტუალურ საკითხებზე, აგრეთვე ხელი შეუწყოს ხსენებული კატეგორიის ინტეგრაციას საზოგადოებაში.




ფესტივალი შშმ პირთა დღის ცენტრის “ტალიტა კუმის“ ორგანიზებით ჩატარდა.


| Print |