კულტურა
შოთაობა 2018 ვარძიაში აღინიშნა
ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შოთაობა 2018″-ს ზეიმობენ.

სადღესასწაულო ღონისძიება ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს.

„შოთაობა 2018“-ის საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ რუსთავსა და დაბა ასპინძაში, შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

დილიდან, ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრებია გამოფენილი.



სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ასპინძის სოფლებიდან, ადგილობრივებმა მათ მიერ მომზადებული კერძების გამოფენა მოაწყეს.

გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, სადაც გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

შოთაობაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, დაჯილდოვდნენ გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები, გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;

„შოთაობის“ დღესასწაული განსაკუთრებულად სამცხე ჯავახეთის მხარეში 1966 წლიდან აღინიშნება.



| Print |