კულტურა
შარლ აზნავური გარდაიცვალა
პირველ ოქტომბერს, ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შარლ აზნავურმა 2012 წელს რეაბილიტირებული „ახალციხის ციხის“ გახსნაზე იმღერა და შვიდი წლის წინ ახალციხის ციხეზე პირველი ვარსკვლავიც მას გაუხსნეს.

შარლ აზნავურმა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, 800–ზე მეტი სიმღერა ჩაწერა. მისი შემოქმედებითი ალბომებიდან კი 100 მლნ დისკი გაიყიდა.

შარლ აზნავური - სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი იყო. დაიბადა ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა. აზნავური სცენაზე თითქმის 80 წელი იდგა.

აზნავურის მუსიკალური კარიერა 80 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. საფრანგეთში მცხოვრებმა და სომეხი წარმოშობის შემსრულებელმა 180 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაყიდა, მისმა კომპოზიციებმა კი 60-ზე მეტ ფილმში გაიჟღერა.

აზნავურმა პოპულარობა 1974 წლის ჰიტით She მოიპოვა. შარლ აზნავურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი 2017 წელს გაუხსნეს.

რაც შეეხება მუსიკოსის პირად ცხოვრებას, ის სამჯერ იყო დაქორწინებული და ექვსი შვილი ჰყავდა. 1998 წელს ის CNN-მა საუკუნის ხელოვნად დაასახელა.

გთავაზობთ, აჭარის ტელევიიზის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, ახალციხის ციხის გახსნის დროს მომზადებულს.

| Print |