კულტურა
ახალციხის ციხეზე, შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკეს
ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა, გარდაცვლილ შარლ აზნავურს პატივი მიაგეს. მათ ახალციხის ციხეზე, 2012 წლის აგვისტოში გახსნილ ვარსკვლავთან ყვავილები მიიტანეს.

პირველ ოქტომბერს, ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შარლ აზნავური - სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი იყო. დაიბადა ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდნენ.



შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა. აზნავური სცენაზე თითქმის 80 წელი იდგა.




| Print |