კულტურა
ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს – სპექტაკლი მესხეთის თეატრში
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 4 ოქტომბერს, ახალციხელ მაყურებელს მორიგ სპექტაკლს სთავაზობს.

რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია – "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" 19:00 საათზე დაიწყება. კახა გოგიძის რეჟისორობით, სპექტაკლი მესხეთის თეატრში მეორედ დაიდგა.

"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", 21 წლის წინ, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა.

ცნობილი რეჟისორი 2017 წელს გარდაიცვალა. სპექტაკლი კახა გოგიძემ აღადგინა და მის ხსოვნას მიუძღვნა.
| Print |