კულტურა
ახალციხის ციხეზე ,,დევნოსაძის თეთრი" დაიწურა
ახალციხის ციხეზე პირველი რთველი გაიმართა. ასპინძისა და აწყურის მიდამოებიდან აჭრილი კალმები საგურამოს სანერგე მეურნეობაში დაამყნეს მწარე საძირეზე, რის შემდეგაც ახალციხის ციხეზე ვენახი გაშენდა.

ციხეზე ყურძენი ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ტურისტებთან ერთად დაკრიფეს. დღესვე, ციხეზე ე.წ. ,,დევნოსაძის თეთრი"–ც დაიწურა და ყურძენი დაჭაშნიკდა, რომელიც დევნოსაძის თეთრის სახელით არის ცნობილი.




,,საფერავის სამშობლო შავშეთია, რომელიც შემდეგ გავრცელდა კახეთში, მთელ ევროპასა და ჩრდილოეთ ეგვიპტეში. გვაქვს ევროპული ჯიშები, ასევე მესხური რქაწითელი, მესხური მწვანე და სხვა" – აცხადებს რეზო გიქოშვილი.



ახალციხის ციხეზე 12 ჯიშის ყურძენია გაშენებული. რეზო გიქოშვილმა წიგნიც გამოსცა, სადაც 62 ძველი ჯიშის ყურძენია ასახული.

| Print |