კულტურა
ანსამბლი "მესხეთი" ჰოლანდიაში კონცერტებს და მასტერკლასებს მართავს
ფოლკლორული ანსამბლ "მესხეთის" ოთხი წევრი, ჰოლანდიის თითქმის ყველა ქალაქში კონცერტებსა და მასტერკლასებს მართავს.
კვარტეტი "ძმანო" ტურნეში ადგილობრივების მიწვევით იმყოფება. მესხი მომღერლები, ქართული ფოლკლორით დაინტერესებულ პირებს, ხალხურ სიმღერებს აცნობენ.

კვარტეტმა უკვე გამართა 7 კონცერტი. შემდეგი გამოსვლა ქალაქ ჰაარლემში, 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი. წინ კიდევ ექვსი ქალაქი და ამდენივე კონცერტია.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო 12 კონცერტი,თუმცა მსმენელთა მოთხოვნის გამო, რამდენიმე გამოსვლა დაემატა.

კვარტეტი "ძმანო" სამშობლოში 23 ოქტომბერს დაბრუნდება.
| Print |