კულტურა
ახალციხეში, ერთერთი ქუჩისთვის, შარლ აზნავურის სახელის მინიჭებას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთის ანალიტიკური ცენტრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მიმართავს.

ორგანიზაცია ახალციხის ქუჩისთვის შარლ აზნავურის სახელის მინიჭებას ითხოვს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს ახალციხის საკრებულომ შარლ აზნაურს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, 2012 წელს მომღერალმა ახალციხის ციხის გახსნაში მონაწილეობა მიიღო, სადაც მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.

2018 წლის 1–ლ ოქტომბერს სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი გარდაიცვალა, რომელიც წარმოშობით სამცხე–ჯავახეთიდან, კერძოდ ახალციხიდან იყო.

31 ოქტომბერს, ახალქალაქის საკრებულომ, შარლ აზნავურის პატივისცემის ნიშნად ერთერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი მიანიჭა.

,,მისასალმებელი იქნება თუ კი ახალციხის საკრებულო განიხილავს ამ საკითხს და რომელიმე ქუჩას მიანიჭებს საპატიო მოქალაქის სახელს. ვფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შარლ აზნავურის სახელის უკვდავყოფას" – ნათქვამია განცხადებაში.
| Print |