კულტურა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კინო კლუბმა საქმიანობა განაახლა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო კლუბი აღდგა. 

პირველ ჩვენებაზე სტუდენტებმა ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი ,,მე გადავცურავ ენგურს“ იხილეს.

ეროვნული კინოცენტრის ჯილდოს მფლობელი ფილმი ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელიც 4 წლის ასაკში, ომის გამო დაკარგულ მშობლიურ სახლს ეძებს.

კინო კლუბის წევრები ამბობენ, რომ ფილმი მისი შინაარსის მიხედვით შეირჩა.

"ჩვენების დასრულების შემდეგ, ვისაც სურვილი ჰქონდა, გამოთქვა მოსაზრება ფილმის შესახებ. გვაქვს სურვილი, რომ ყოველ ოთხშაბათს გავუშვათ ფილმები. არა მარტო სათავგადასავლო, არამედ შემეცნებითი. გამოკითხვას გავაკეთებთ, რა ჟანრის ფილმი აინტერესებთ სტუდენტებს“, - ამბობს ჩვენების ორგანიზატორი, სტუდენტი მიშო დარბაიძე.
| Print |