კულტურა
არტ–კაფეში ,,გამჭვირვალე სამყარო"–ს ჩვენება გაიმართება
ახალციხეში, დღეს, 26 ნოემბერს, ,,დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2018" ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში რეგიონული კინოჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

რეგიონული კინოჩვენებებზე საფესტივალო ფილმების ჩვენება მიმდინარეობს.

რიგით მესამე ჩვენებაზე, ახალციხეში, ნაჩვენები იქნება ვახტანგ კუნუცევ–გაბაშვილის ფილმი – ,,გამჭირვალე სამყარო’’.

ფილმი 26 წლის ბექას შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც აუტიზმის სპექტრის დარღვევა აქვს.

ფილმში მამა–შვილის უჩვეულო და მეტად საინტერესო ურთიერთობაა აღწერილი.

ისინი ერთად გვაჩვენებენ მათ მიერ შექმნილ გამჭირვალე სამყაროს.

ფილმი წარდგენილი იყო არა ერთ საერთაშორისო ფესტივალზე და სწორედ ამ ფილმით გაიხსნა თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი.

ახალციხეში საფესტივალო ჩვენებების რეგიონალური კოორდინატორი თემო ინასარიძეა.

ფილმის ჩვენება ახალციხის არტ–კაფეში 19: 00–ზე გაიმართება.

| Print |