კულტურა
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა
29 ნოემბერს, ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობის სიაში შევიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„გილოცავთ ყველას ამ კიდევ ერთ, დიდ წარმატებას“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ანთიძე. 

ამის გარდა, ანთიძის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, სააგენტოს მონაწილეობით მიღწეული საერთაშორისო წარმატებებია:

2016 წელი - მცეხთა დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას;

2016 წელი - ქართული ანბანი შევიდა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში;

2017 წელი - გელათი დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას.

| Print |