კულტურა
მესხური ფოლკლორის შემგროვებლებმა სოლო კონცერტი გამართეს
მესხური ფოლკლორის შემგროვებლებმა პირველი სოლო კონცერტი გამართეს.

ასპინძის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,ვარძია" მსმენელის წინაშე 7 დეკემბერს წარსდგა.

ასპინძის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში დასწრება თავისუფალი იყო.



საღამოზე ანსამბლის სავიზიტო ბარათი – ,,ვარძია,  მესხეთო ჩემო“ გაჟღერდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ კლიპის სახით გაიცნო და ანსამბლს პოპულარობა მოუტანა.



საღამოს მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და ასპინძის მუნიციპალიტეტში მოქმედი ეკლესია-მონასტრის წინამძღვრები.

გთავაზობთ, ანსამბლის პირველ ვიდეო კლიპის სრულ ვერსიას – ,,ვარძია – მესხეთო ჩემო".

| Print |