კულტურა
მკითხველთა კლუბმა ,,თავშესაფარი" ავტორთან ერთად განიხილა
ახალციხის არტ-კაფეში, მკითხველთა კლუბის წევრების შეხვედრა გაიმართა, სადაც პირველად წაკითხული ნაწარმოები სკაიპის საშუალებით, ავტორთან ერთად განიხილეს.

ნინო საღობაშვილის ,,იასამნის სეზონმა“ და ,,თავშესაფარმა“ კლუბის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სოციალური ქსელის საშუალებით, ნაწარმოებების განხილვა ავტორთან კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

არტ-კაფეში, ხმათა უმრავლესობით არჩეული წიგნის ან ნანახი ფილმის განხილვა ყოველ პარასკევს, მიმდინარეობს.

მკითხველთა კლუბში ამბობენ, რომ კლუბის გახსნამდე რთული გზის გავლა მოუწიათ.

წაკითხული წიგნების ან ნანახი ფილმების განხილვა მხოლოდ დასაწყისია, ორგანიზატორებს დიდი გეგმები აქვთ.



| Print |