კულტურა
,,მესხეთმა“ გრან პრი მოიპოვა
ახალციხის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ფესტივალში ,,მე მიყვარს ცეკვა“ გაიმარჯვა.

კონკურსში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლები ეჯიბრებოდნენ. ,,მესხეთის“ მოცეკვავეებმა გრან პრის მოსაპოვებლად ცეკვა ,,ჯუთა“ შეასრულა, რომელმაც გუნდს დიდი წრმატება მოუტანა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ცოცხალი მუსკით წარსდგა, რითაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

,,მესხეთმა“ კონკურსში 95 მოცეკვავე 13-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში წარადგინა.

გამარჯვებულ ანსამბლს თასი, მოცეკვავეებს კი მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.

ფესტივალის პირველი ეტაპი ოთხ ნოემბერს მცხეთაში ჩატარდა, სადაც ,,მესხეთმა“ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა.

,,23 დეკემბერს საპასუხისმგებლო საქმე პირნათლად შევასრულეთ“ - აღნიშნავს ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი ლევან ქიმერიძე.

| Print |