კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრში სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი სპექტაკლი დადგეს
ახალციხის თოჯინების თეატრში ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ დადგეს.

სპექტაკლში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა ითამაშეს. მეხუთე და მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ერთობლივ სპექტაკლზე სამი თვე იმუშავეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი სპექტაკლი დადგეს.

წარმოდგენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „სოციალური ინკლუზია“ ფარგლებში დაიდგა.

პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ხელგარჯილობის კლუბი შეიქმნა, სადაც ბავშვები ხელნაკეთი ნივთების დამზადებას სწავლობდნენ. ერთობლივი ნამუშევრები თეატრის ფოიეში გამოიფინა.

პროექტის მიზანი სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ჩართულობა და საერთო სივრცეში ერთად მუშაობაა.

| Print |