კულტურა
მესხეთის თეატრის სადადგმო ნაწილის გამგეს ამაგდარის წოდება მიენიჭა
მესხეთი სახელმწიფო დრამატული თეატრის სადადგმო ნაწილის გამგეს ელენე კვესელავას თეატრალურმა საზოგადოებამ ამაგდარის წოდება მიანიჭა.
ინფორმაციას და ფოტოს თეატრის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

კვესელავას ჯილდო თეატრში 40 წლიანი წარმატებული მუშაობისათვის და ერთგულებისათვის ქართული თეატრის დღეს, 14 იანვარს გადასცეს.

„ქართული თეატრის დღე თელავში აღინიშნა. ამასთან იყო მსახიობ ვანო იანთბელიძის საღამო. თეატრალურმა საზოგადოებამ რამდენიმე გამორჩეული პირი დააჯილდოვა, მათ შორის ელენე კვესელავა. ის ნამდვილად იმსახურებს ამაგდარის წოდებას, იმდენად ერთგული ადამიანია თეატრისთვის“, - განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულიაშვილმა. 


| Print |