კულტურა
,,ლიტერატურულმა მესხეთმა" 20 წლის იუბილე იზეიმა
გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთის“ 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ავთანდილ ბერიძის წიგნის ,,მესხეთი ქართულ პოეზიაში“ პრეზენტაცია ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

გაზეთის პირველი ეგზემპლარი 1999 წელს გამოიცა. თავდაპირველი 800, ახლა კი 2500 ეგზემპალი ყოველთვიურად 10 რიცხვში იბეჭდება. ქართველი ემიგრანტებისთვის ,,ლიტერატურული მესხეთი“ იტალიასა და საბეძნეთშიც გამოდის. გაზეთის საფუძველზე მესხური ფოლკლორის სახელმძღვანელოც გამოიცა. 2 700 გვერდიანი მესხური ფოლკლორის სამტომეულის შექმნა სწორედ სწორედ ამის გამო გადაწყდა.

,,ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორმა, ავთანდილ ბერიძემ 740 გვერდიანი კრებული მთლიანად მესხეთზე შეადგინა. 500 ეგზემპლარი თვე-ნახევარში გაიყიდა, რომლის შეძენა მკითხველს თბილისში შეეძლო. რედაქცია მესხეთზე ლექსების კონკურსს აცხადებს და საუკეთესოებს გაზეთში აქვეყნებს.



წიგნის გამოცემაში მონაწილეობა ბიზნესმენმა გელა ლონდარიძემ, ლია მანჩხაშვილმა და ახალქალაქის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოდარ ინასარიძემ მიიღეს. ,,მესხეთი ქართულ პოეზიაში“ - მეორე შევსებულ გამოცემას მკითხველი უახლოეს მომავალში იხილავს.

ღონისძიებას ადგილობრივი მაცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |