კულტურა
,,მესხი ფრთოსანი'" - 26 ოქროს მედალი თურქეთიდან
ახალციხის ქორეგრაფიულმა ანსამბლმა საუკეთესო შემსრულებელის ნომინაციაში გაიმარჯვა.
თურქეთში გამართულ სახალხო ფესტივალში საქართველოდან მხოლოდ ,,მესხი ფრთოსანი“ მონაწილეობდა.

ფესტივალი არდაჰანის რაიონში, გაყინულ ტბაზე გაიმართა, სადაც ანსამბლმა ორი ცეკვა - ყაზბეგური და პოპური შეასრულა.

,,მესხი ფრთოსანის“ წევრებს ჯილდო არდაჰანის გუბერნატორმა გადასცა.

ახალციხის #6 საჯარო სკოლასთან არსებული რევაზ ჭანიშვილის სახელობის სახალხო ანსამბლი თურქეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

| Print |