კულტურა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ქალებს ღონისძიება მიუძღვნეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა ქალისა და დედის შესახებ ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება ქალთა საერთაშორისო და დედის დღეს მიეძღვნა.

„ქალი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია“ - ასე ერქვა ერთსაათიან ღონისძიებას, რომელსაც სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.

საღამოს ორგანიზება უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა გაუწიეს.

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა დამსწრეებს ყვავილები დაურიგეს.

| Print |