სოციალური მედია
ჯამე სოფელ ზიკილიაში
ჯამე ანუ საკრებულო მეჩეთი - სოფელში ადგილობრივმა მუსლიმმა მესხებმა 1931 წელს ააშენეს.

გუმბათი - არქიტექტურული ტიპით არ განსხვავდება სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული მეჩეთებისგან.

იგი შიდა სივრცის შემკულობით ჰგავს მესხურ, აჭარულ და ლაზურ ჯამეებს.

ზიკილიის მეჩეთის ორნამენტები აგარის მეჩეთისას ჰგავს.

ეს უნიკალური მხატვრობა დღეს განადგურების წინაშე დგას.

ჯამეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2012 წელს მიენიჭა.

ზიკილიის მეჩეთი თურქეთთან ზიარი ძეგლების ნუსხაში მოხვდა, რის გამოც მის რეაბილიტაციაში თურქი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

დღეს ჯამეს ადგილობრივები სათავსოდ იყენებენ.



| Print |