კულტურა
ახალციხეში შემოქმედ ქალთა ფესტივალი გაიმართება
ორგანიზაცია "ქალები საქართველოსთვის" ხუთ ნოემბერს, ახალციხეში შემოქმედ ქალთა ფესტივალს გამართავს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები შემოქმედი ქალები.

ფესტივალი ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა.

პროექტის მიზანი ქალთა შემოქმედების პოპულარიზაცია და მათი ნაშრომების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ფესტივალი 2015 წლიდან თბილისში იმართება, წელს კი ახალციხეც შეუერთდება. ორგანიზატორის ნათია ტაბლიაშვილის თქმით, ამის მიზანია შემოქმედ ქალთა მხარდაჭერა.

„იმდენად შემიყვარდა მესხეთი, რომ მსურს მსგავსი ტიპის ღონისძიება აქაც მოეწყოს და ხელი შევუწყო შემოქმედ ქალებს".

| Print |