კულტურა
მესხეთის თეატრი სეზონის პირველ პრემიერას დღეს გამართავს
მესხეთის დრამატულ თეატრში, გაზაფხულის სეზონზე, პირველი პრემიერა 30 -31 მარტს გაიმართება. მაყურებელი სპექტაკლ „შულერების“ დღეს იხილავს.

სპექტაკლის რეჟისორის დავით ჩხარტიშვილის თქმით, ახალი სეზონი ძალიან საინტერესო იქნება. მეორე პრემიერას მაყურებელი აპრილის შუა რიცხვებში ნახავს.

წელს მესხეთის თეატრს კიდევ ერთი ახალგაზრდა მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი შეემატა. მსახიობთა თქმით, პანდემიის შემდეგ გახსნილ თეატრალურ სეზონზე მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება.
| Print |