კულტურა
საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია
მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) - 58 113, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 387 781 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 90 239 ვიზიტორი;

  • თურქეთი - 62 192 ვიზიტორი;

  • სომხეთი - 61 974 ვიზიტორი;

  • საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი;

  • ისრაელი - 20 555 ვიზიტორი;

  • უკრაინა - 15 273 ვიზიტორი;

  • ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი;

  • აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი;

  • ბელარუსი - 12 284 ვიზიტორი;

  • საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი;

  • ირანი - 9 454 ვიზიტორი;

  • უზბეკეთი - 5 697 ვიზიტორი;

  • გერმანია - 5 557 ვიზიტორი;

  • პოლონეთი - 3 907 ვიზიტორი;

  • აშშ - 3 195 ვიზიტორი.
bpn.ge
| Print |
თეგები: ტურისტები /