კულტურა
სასკოლო ფესტივალზე აწყურის სკოლამ გრან-პრი მოიპოვა
ორგანიზაცია mac georgia-ს სასკოლო ფესტივალზე აწყურის სკოლამ საუკეთესო სპექტაკლისთვის გრან-პრი მოიპოვა.

ფესტივალი სამი წელია ტარდება და აწყურის სკოლამ უკვე მეორედ აიღო გრან-პრი. პირველ წელს მოწონება ანტუან სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწულმა" დაიმსახურა, წელს კი სპექტაკლმა "უჩინმაჩინის ქუდი".

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან: იმერეთიდან, სვანეთიდან, კახეთიდან, გურიიდან და სამცხე-ჯავახეთიდან 10 სკოლა იღებდა.
| Print |