კულტურა
სპორტული ცეკვების სტუდია "სიხარულმა" ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა
ახალციხის სპორტული ცეკვების სტუდია "სიხარულმა" ტრადიციულ ფესტივალზე, "ოქროს ბათუმი", პირველი ადგილი მოიპოვა.

ფესტივალი ბათუმში ჩატარდა და მასში, მონაწილეობა მოცეკვავეებმა 10 ქვეყნიდან და რეგიონებიდან მიიღეს.

ასევე გაიმართა საერთაშორისო კონკურსი "BATUMI OPEN 2023" სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუდიის როგორც სოლო შემსრულებლებმა ასევე წყვილებმა და აქაც ბევრი პირველი დაიკავეს ახალციხელმა პატარებმა.

სპორტული ცეკვების სტუდია მესხ მაყურებელს მსგავსი წარმატებებით ხშირად ანებივრებს.
| Print |