კულტურა
ახალციხეში მუსიკალური საღამო გაიმართება
30 ივლისს ახალციხეში "მუსიკალური საღამო" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"30 ივლისს ახალციხეში "მუსიკალური საღამო" გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ პარკში 19:00 საათზე დაიწყება
იხილეთ პროგრამა:
  • 19:00 - 22:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 19:00 -22:00 - თემატური ფოტოზონა
  • 19:00 - 22:00 - მასტერკლასები (აჭარული ხაჭაპური, საზაფხულო კოქტეილები, გრილი)
  • 19:00 - 22:00 - სადეგუსტაციო და კვების ზონა
  • 19:00 - 22:00 - საბავშვო ზონა, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი, ანიმატორები
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ:
  • თამუნა ამონაშვილი;
  • ირინა ბაირამაშვილი;
  • დათუნა მგელაძე;
  • Corpa Fellas
გვეწვიეთ 30 ივლისს ახალციხის ცენტრალურ პარკში და ერთად გავატაროთ ზაფხულის #მუსიკალურისაღამოები " - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |