კულტურა
ბორჯომში, საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სასტუმრო ,,ბორჯომი-ლიკანში" XV საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები" 22 აგვისტოს, 19:00 საათზე, გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალ ,,ღამის სერენადებში" მონაწილეობენ:

საბინე გროფმაიერი - კლარნეტი, გერმანია
ეილიკა ვუნში - სოპრანო, გერმანია
გიორგი ონიანი - ტენორი, საქართველო
რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია
გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო
მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო
ანსამბლი „ ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი, რობერტ ნადირაძე)
ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე).

ფესტივალის დამფუძნებელია ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
| Print |