კულტურა
ბორჯომში საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ქალაქ ბორჯომში გაიხსნა. ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, „ღამის სერენადები“ ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის.

ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, დაგეგმილია ექვსი კონცერტი, რომლებსაც ქალაქები ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.

„ღამის სერენადები“ საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია, რომლის არსებობაც 41 წელს ითვლის. ფესტივალის ფარგლებში კიდევ 5 კონცერტი ჩატარდება - 24 და 25 აგვისტოს ბათუმში, 22, 23 და 24 სექტემბერს კი თბილისში.
| Print |