კულტურა
ახალციხის თოჯინების თეატრმა საერთაშორისო ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
ახალციხის თოჯინების თეატრმა საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე გაიმარჯვა. დასმა ჯილდო სპექტაკლისთვის "80 000 კმ წყალქვეშ" - ორ ნომინაციაში დაიმსახურა, ესენია საუკეთესო სცენოგრაფია და "თეატრმცოდნეთა ჯილდო". სპექტაკლის რეჟისორი დავით თარბაა, სცენოგრაფი კი ვახო ქორიძე.

საერთაშორისო ფესტივალი წელს ბათუმში პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობას საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო თოჯინური თეატრი იღებდა.
| Print |