კულტურა
ადიგენში ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი იმღერებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 30 სექტემბერს "ადიგენობა 2023" გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში. საღამო კი ანრი ჯოხაძის და ნინი ბადურაშვილის კონცერტით დასრულდება.

გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს.

ღონისძიებების დაწყების დრო: 11:00 -19:30 საათი.

პროგრამა:

ლოკაცია: დაბა ადიგენის ცენტრალური სტადიონი
  • 11:00 -12:00 სთ - ნიაზ ჩირგაძის სახელობის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ფეხბურთში;
ლოკაცია: დაბა ადიგენის ცენტრალური პარკი
  • 12:00-15-00სთ - სპორტული შეჯიბრებები (მკლავჭიდი, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა);
  • 14:00-19:30 სთ - ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • 14:00-19:30 სთ - საბავშვო გასართობი პროგრამა (ზღაპრის გმირები, სახეზე ხატვის კუთხე, დრამერების მსვლელობა);
  • 14:00 -19:00 სთ– სასურათე ზონა „შემოდგომის კუთხე“;
  • 16:00-18:00 სთ-სადეგუსტაციო კუთხე;
  • 16:00 -17:15 სთ -კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;
  • 17:15-17:30 სთ - ოფიციალური პირების მილოცვა ადიგენელებსა და სტუმრებს;
  • 17:30 -17:45- საპატიო ადიგენელების დაჯილდოება;
  • 18:00-19:30 -კონცერტი ანრი ჯოხაძისა და ნინი ბადურაშვილის მონაწილეობით;
  • ფოიერვერკი;
| Print |