კულტურა
ადიგენის ისტორია კვლევის ცენტრის ობიექტივში (ფოტორეპორტაჟი)
მესხეთის კულტურის ძეგლების კვლევის მეოთხე, 16 დღიანი საკვლევი ექსპედიცია დასრულდა.
კვლევის ცენტრის წევრებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის 120-მდე სოფლიდან და ნასოფლარიდან 55-მდე სოფელი/ნასოფლარი მოიარეს. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ წლევანდელისგან განსხვავებითმ წინა ექსპედიციაში 60-მდე შეძლეს.
,,დაფიქსირდა და აღიწერა 130-მდე კულტურის ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი. გარდა ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერა.
მათ შორის:
44 ეკლესია;
8 მონასტერი;
10 ციხე/კოშკი;
9 მეჩეთი;
15-მდე დარანი;
20- მდე სხვა კულტურის ძეგლი (აბანო, წყაროს ნაგებობა და სხვა);
20-მდე ლაპიდარული წარწერა;
ადიგენის კვლევას ოქტომბერ-ნოემბერში კვლავ გავაგრძელებთ. განსაკუთრებული მადლობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის"
- აღნიშნავენ ცენტრის წევრები.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
ექსპედიცია ადიგენში 10-27 სექტემბრის პერიოდში იმყოფებოდა.
| Print |