კულტურა
21 წლის შემდეგ აღდგენილი სპექტაკლი
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 23 მაისს პრემიერა გაიმართა. მაყურებელმა რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია – "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" იხილა.

სპექტაკლი 21 წლის წინ, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა. ცნობილი რეჟისორი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. სპექტაკლი კახა გოგიძემ აღადგინა და მის ხსოვნას მიუძღვნა.

სპექტაკლის პრემიერა 24 მაისსაც გაიმართება.

| Print |