კულტურა
115 წლის რკინიგზას და ხიდს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს პირველი ვიწრორელსიანი, ერთლიანდაგიანი რკინიგზაა, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს ერთმანეთთნ აკავშირებს.

რკინიგზის კომპლექსში ასევე შედის - ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი და პორტერის ტიპის ორთქლმავალი.

ე.წ. ეიფელის ხიდი მდინარე გუჯარულაზე მდებარეობს. ის მიხეილ რომანოვმა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს, ალექსანდრ გუსტავ ეიფელს სპეციალურად დაუკვეთა. მისი რკინის კონსტრუქცია ბორჯომის ხეობაში 1897 წელს ჩამოიტანეს და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. რკინიგზა 1902 წელს ამოქმედდა.

| Print |